საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძვნებლის გრიგოლ ვაშაძის მტკიცებით, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებთან არანაირი სახის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
ამის შესახებ ვაშაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას მამუკა კუდავას და ყოფილი „ნაციონალების“ უკრაინაში შეხვედრის შესახებ, ვაშაძე ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.
„მამუკა კუდავა ნამდვილად იყო კიევში, ის ეხლა რუმინეთშია კონფერენციაზე ნიკა ვაშაკიძესთან ერთად, თუმცა იქ ვის შეხვდა არ ვიცი. მამუკა კუდავა კიევში ჩავიდა მეგობრების სანახავად.ეს იყო პირადი ვიზიტი. ეს არ იყო იმ ქართველებთან, ვინც იქ მთავრობაში იმყოფებიან. მას რომ რაღაც საქმიანი შეხვედრა ჰქონოდა იქ აუცილებლად გვეცოდინებოდა. ჯერ ერთი ეს აბსოლუტურად გამორიცხული, რადგან ამ თემაზე არ მოგვილაპარაკებია, მეორეც მამუკამ არაფერი არ იცოდა, ისე როგორც დანარჩენმა საქართველომ. საერთოდ შეთქმულების თეორიებს ნუ ავაგებთ, ეს არ არის გამართლებული. პარიოსან სიტყვას გაძლევთ, „ივერიის“ არც ერთ დამფუძვნებელს ამ დეპუტატებთან პოლიტიკური მოლაპარაკება არ უწარმოებია, აწყმოშიც არ მიმდინარეობს. შეიძლება რომ მოხდეს მომავალში მოლაპარაკება? ეს გამორიცხული არ არის“, - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






