„ერთ მწკრივზე საჯარო სამსახურში დარჩენილი „ნაციონალი“ საჯარო მოხელეები იყვნენ განსვენებულნი, ხოლო მეორე მხარეს თამაზაშვილ-ღარიბაშვილის ფავორიტები... შავი სია გასაწმენდად ყვარლიდან დაიწყო, ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობის პრინციპით შერჩეული გადაწყვეტილებები საინტერესო აღმოჩნდა.
დედოფლისწყარო ცოტა ხნით კვლავ „ალექსანდროვიჩის“ ზომად დარჩა, ახმეტა ზვიადაურს ერგო კალაძისგან ფეშქაშად, თელავს ორი ბატონი ჰყავს, იმ ორს კი - ერთი კალაძე!
გურჯაანი და ყვარელი მორჩილებით გამოირჩეოდნენ, სიღნაღში თამაზაშვილის გავლენები ისევ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღნაღი დროებით ხელშეუხებელია. ლაგოდეხში სიტუაცია ისეთია, დათვი რომ იტყვის ჩემს შვილს ხომ არ შევჭამო? საგარეჯოს ხიდაშელის მმართველობის ყავლი და ხანა გაუვიდა... ახმეტა ძველებურად ზვიადაურის საყაენოდ დარჩა... მაგრამ მთავარი ერთია - კალაძემ გაარკვევით მოუწოდა ყველა გამგებელს, დაუყოვნებლივ საჯარო სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ ის რიგითი სპეციალისტებიც კი, რომლებიც „ნაციონალების“ დროს იყვნენ დასაქმებულნი. ამ დროს გუბერნატორმა შეკითხვა დასვა - მასე მეც ვმუშაობდი „ნაციონალების“ დროს და რა, მეც „ნაციონალი“ ვიყავიო? კალაძემ მშვიდად გაუღიმა და უპასუხა - კი მასეც ამბობენო...
პირველი წმენდა ყვარელში დაიწყო და ყვარელის გამგებელს 20 ადამიანის გათავისუფლება დაევალა; თელავის გამგებელს - 2 კაცის; თელავის მერს ხუთი ადამიანი დაუწუნეს; გურჯაანში - შვიდი; ახმეტაში გამგებელს საკუთარი მოადგილის მოხსნა მოსთხოვეს, თუმცა ფშაველმა ბაიდაურმა მოადგილე მაინც დაიცვა და ჯერ არავინ გაუშვია სახლში; არ შეეხნენ ლაგოდეხს, რადგან იქ „ნაციონალები“ აღარ არიან დასაქმებულნი, ძირითადად გამგებლის ცოლის დაქალები ბრძანდებიან სამუშაო ადგილებზე“- წერს გამოცემა.
წყარო „ქრონიკა+“
მასალის გამოყენების პირობები






