"არის რაღაცები, რაც არც ფულზე იყიდება, არც დაშინებით იცვლება"- მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 17:41, 26 May, 2015     2612

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილ კონფერენციაზე „დამოუკიდებლობის ექვსი ამბავი“ კიევიდან ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხი ეჭვქვეშ დადგა.

„დღეს, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, რადგან ბოლო წლებში საქართველოში ისევ დადგა კითხვა არა ის, თუ როგორი სახელმწიფო უნდა გვქონდეს, არამედ საერთოდ უნდა გვქონდეს თუ არა სახელმწიფო. გაჩნდა ელემენტები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფოს იდეას. იმიტომ, რომ თუ შენ გყავს ხალხი, ვინც აღიარებს საქართველოს ტერიტორიის ანექსიას, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველომ თავი უნდა დაუხაროს დამპყრობელს და ბაბაიას ეძახის, ამან საბოლოო ჯამში არაერთხელ მიგვიყვანა დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე. არ მეგონა, თუ ჩვენი დამოუკიდებლობის 24 წლისთავზე, ჩვენ ამ კითხვას ხელახლა დავაბრუნებდით“,- განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, ის უკრაინაში საქართველოს წარმატებისთვის იბრძვის.

„ჩვენთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გადის თბილისში, საოკუპაციო ხაზზე, უკრაინაში. აქ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის საქართველოსთვის ბრძოლა. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გატარება. იმიტომ, რომ აბსოლუტურად ერთ დამპყრობელს ვებრძვით. ჩვენი ქართველები, რომლებიც თავს წირავენ უკრაინისთვის, ქართველი ექსპერტები, თანამდებობის პირები, ჩვენი გარკვეული მოქალაქეები უკრაინაში, ეს არის ის ხალხი, ვისაც ესმის, თუ რა წყდება უკრაინაში. მე აქ ვარ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ პირველ რიგში, საქართველოსთვის. ეს არის ჩემი ამოცანა. აქ, უკრაინაში წარმატების მიღწევა, არის საქართველოს გადარჩენა“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


სააკაშვილის განცხადებით, მას და მის თანამოაზრეებს ბრძოლაზე ხელს ვერავინ ააღებინებს, რადგან სამშობლოს სიყვარული ფულზე არ იყიდება და არც დაშინებით იცვლება.

„ვერანაირი მეთოდებით ჩვენ ვერავინ გაგვტეხს, ვერავინ აგვაღებინებს ხელს ბრძოლაზე, იმიტომ, რომ არის რაღაცები, რაც არც ფულზე იყიდება, არც დაშინებით იცვლება - ეს არის სამშობლოს სიყვარული“, - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42