უშგული ინგრევა - მარიამ ხაჭვანის ორი პოსტი
სოც.მედია - 17:30, 26 May, 2015     7833

ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი უშგულში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ზედიზედ ორ პოსტს აქვეყნებს. უშგულში გაზრდილი მარიამი ტკივილით აღნიშნავს კოშკების სავალალო მდგომარეობას და სახელმწიფოს მოუწოდებს ამ ყოველივეზე სწრაფი რეაგირება მოახდინოს.


პოსტი 1

„უშგულში ყოველწლიურად ახერხებენ ჩემს გაგიჟებას! სასიამოვნო და მისასალმებელია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჩაჟეშის (უშგულის ერთერთი უბანი) რესტავრაციას აკეთებენ, თუმცა საკითხავია რის ხარჯზე?

ვინც უშგულში ნამყოფია, მან იცის, რომ უშგულს კიდევ სამი ისტორიული უბანი აქვს, მათ შორის ჟიბიანის და ჩუბიანის. სწორედ ამ ორი უბნის ხარჯზე, მიმდინარეობს ჩაჯეშის რესტავრაცია. იმის მაგივრად, რომ “რესტავრატორებმა” ჩაჯეშის გადასახურად თვითონ მოიპოვონ ქვის სახურავი, ჟიბიანისა და ჩუბიანის მოსახლეობას აბრიყვებენ და იაფფასიან თურქულ თუნუქში “ჟესტი” უცვლიან დღემდე შემორჩენილი რვა საუკუნოვანი დარბაზ-მაჩუბების სახურავებს. რა თქმა უნდა, უფრო იაფად და ადვილად გამოდიან.

გამაგებინეთ რა ხდება და ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი, ასეთი უპასუხისმეგბლო საქმიანობაზე? ვინც უცვლის ის ვერ ხვდება, რომ მათი სახლების კულტურული ღირებულება მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურის ნიმუშია და ამდენად შეუფასებელია… მოსახლეობას ფინანსური საშუალება არ აქვს, რომ დარბაზ-მაჩუბებს რესტავრაცია გაუკეთოს, რითიც სარგებლობენ კონკრეტული ადამიანები და უშგულს ანგრევენ!”


პოსტი 2


სოციალურ ქსელში ჩემს წერილს მოყვა საკმაოდ დიდი გამოხმაურება, რაც თავისთავად სასიხარულოა, რადგან აღმოჩნდა რომ უშგულის ბედი ბევრს აწუხებს. საკმაოდ ბევრმა მომმართა კითხვებით და შევეცდები ამ კითხვებზე გაგცეთ პასუხები.


შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, უშგულში მდგომარეობა ასეთია, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს უშგულის ერთ-ერთი უბნის ჩაჟეშის რესტავრაცია, რომლის მიზანიც არის ამ უნიკალურ უბანს შეუნარჩუნდეს თავისი ისტორიული იერსახე, შენობებს ხურავენ ფიქალით. ჩემს წინა წერილში საუბარი მქონდა იმაზე, რომ უშგულის სხვა უბანში დარბაზიდან მოხსნილ ფიქალით მოხდა ჩაჟეშის დარბაზის გადახურვა, რაც მე გავაპროტესტე, მაგრამ აღმოჩნდა რომ, იმ დარბაზის სახურავი შემოდგომაზე თუნუქით“ჟეშტით“ რომ არ შეეცვალათ, იმსხვერპლებდა ადამიანების სიცოცხლეს, ან დაღუპავდა საქონელს. კონკრეტული დარბაზიდან ფიქალები, წაღებული იქნა დროებით და როგორც აღმითქვეს, მალევე დაუბრუნებენ პატრონს და სანამ დაზამთრდება დარბაზი უწინდებურად გადაიხურება ისევ ფიქალით.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფიქალის დროებითი განათხოვრება თავად უშგულელის თხოვნით მოხდა, ვინაიდან მოსახლეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თუკი მისი დარბაზის სახურავი არ გამაგრდებოდა, ან თუნუქით არ შეიცვლებოდა, რეალურად შეიძლება ემსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე.

პრობლემა იმაშია, რომ ეს შემთხვევა შესაძლოა ერთადერთი არ აღმოჩნდეს, მოსახლეობის უმრავლებას იგივე პრობლემა აქვს, ვინაიდან დარბაზ-მაჩუბები თავზე ენგრევათ და ამ ზამთარს ვერ გაუძლებენ, საკუთარი სიცოცხლე და საქონელი რომ გადაარჩინონ, მოსახლეობა იძულებული ხდება, ჩამოყაროს ქვები და საკუთარი ხარჯით თუნუქით გადახუროს, სამწუხაროდ ზოგს მაგის საშუალებაც არ ააქვს თუნუქი შეიძინოს და სიცოცხლე დაიცვას. ადგილობრივს ვერ მოვთხოვთ დაიცვას ძეგლები სიცოცხლის ფასად, რადგან რვა თვე ზამთარში რთულია ყოველდღიურად გადათოვლა, ნახევრად ჩანგეულ სახურავებზე ასვლა და იმის შიში როდის ჩაიყოლებს ქვები.

უმჯობესია, სახელმწიფომ მოახდინოს სწრაფი რეაგირება და ახლავე დაიწყოს გამაგრება იმ ძეგლების, რომლებიც სავალალო მდგომარეობაშია და ამ ზამთარს ვერ გაუძლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ მოკლე დროში უშგული იმ უგემოვნო შენობებით იქნება აჭრელებული, რომლებსაც არავითარი საერთო არა აქვს სვანურ და ზოგადად ქართულ კულტურასთან, შესაბამისად ეს უნიკალური სოფელი აღარც ტურისტებისთვის იქნება მიმზიდველი და უახლოეს მომავალში უშგულიც ისევე დაცარიელდება, როგორც არა ერთი მთის სოფელი.
იმედი მაქვს, მალე დაიგეგმება უშგულის სხვა უბნების სარესტავრაციო და აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ მანამდე რა ქნან ადგილობრივებმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად ქართული კულტურის მცველებად დარჩნენ? - ძნელია ამგვარი თავგანწირვა მოსთხოვო რიგით მოსახლეს, რომლის დასახმარებლადაც არაფერს აკეთებს ხელისუფლება. მითუმეტეს, რომ მოსახლეობას დღემდე არა ერთხელ მიუმართავს მთავრობისთვის, მაგრამ რეაგირების გარეშე დარჩენილან.

პატივისცემით: მარიამ ხაჭვანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42