პრემიერ–მინისტრმა ოჯახთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა (ფოტოკოლაჟი)
პოლიტიკა - 16:44, 26 May, 2015     1234

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ოჯახთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უწყებების მიერ განთავსებული საინფორმაციო–გასართობი კუთხეები დაათვალიერა. მთავრობის მეთაური მოზეიმე მოსახლეობასაც გაესაუბრა და პატარებთან ერთად ფოტოები გადაიღო.

ღონისძიებების დასასრულს, პრემიერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"მინდა პირველ რიგში ჟურნალისტებს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ მეტი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და გაძლიერება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოსთვის. ასევე ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ეს არის ძალიან დიდი სახალხო დღესასწაული და ყველას გვიხარია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წამოებული სამხედრო ტექნიკა და უპილოტო სამხედრო აპარატი წარუდგინა და მის ავტორებს მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა ასევე კომენტარი გააკეთა თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული.
"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოლიმპიადა ტარდება თბილისში. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ ღონისძიების ჩატარებას. იმედი გვაქვს, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42