შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბაბუშერას აეროპორტში აფეთქების შედეგად დაღუპული მებრძოლების, ზალდასტანიშვილების საფლავის დარბევის ფაქტს ეხმაურება.
მისი თქმით, საქმეზე გამოძიება დაიწყება.
„გამოძიებას დავიწყებთ სავარაუდოდ. ზუსტად არ ვიცი, რა დააზიანეს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
საფლავების დარბევის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბელა ზალდასტანიშვილმა განაცხადა, რომლის ორი ძმა და ორი შვილი იდენტიფიცირების შემდეგ ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს.
ბელა ზალდასტანიშვილის ინფორმაციით, ძმათა სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრების სასაფლაო დარბეული დახვდა.
“საფლავზე ყოველდღე ავდივარ, მათ შორის, გუშინ ვიყავი და ცოცხალი ყვავილები ქოთნით ჩავრგე, რაშიც ჩემი შვილების მეგობრები დამეხმარნენ. დილით ავედი და საფლავი ფეხით გათელილი დამხვდა. ქოთნები კი ამოყრილი. ირგვლივ ყველაფერი მიმოფანტული იყო. ჩემს გარდა სასაფლაოზე ორი შაოსანი დედა იყო, რომლებიც დალაგებაში დამეხმარნენ. შემდეგ გამოვუძახე პოლიციას“, - განაცხადა ზალდასტანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






