"თავისუფლების სურვილი ქართველ ხალხს ერთ მუშტად კრავს" - ხიდაშელის მიმართვა ავღანეთიდან
პოლიტიკა - 14:11, 26 May, 2015     1113

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო-საზეიმო ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ავღანეთიდან ვიდეომიმართვით ჩაერთო. მან საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას თინათინ ხიდაშელმა ყურადღება ქვეყნის დამოუკიდებლობის საქმეში სამხედრო მოსამსახურეების ღვაწლზე გაამახვილა. ხიდაშელმა აქართველოს თავისუფლებისა და მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენია .

„ზუსტად ერთი საუკუნის წინ - 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში ჩაიწერა შემდეგი სიტყვები, ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის იდეა, რომელიც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ერთ კონკრეტულ დოკუმენტში ჩაწერილი უბრალო ფრაზა. ეს არის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ჩვენი თავისუფლების იდეა, რომლის გამოც იბრძოდნენ თაობები, რასაც ეწირებოდნენ თაობები, რომლისთვისაც შრომობდნენ და იმარჯვებდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველები. სწორედ სუვერენიტეტის და თავისუფლების სურვილი კრავს ერთ მუშტად ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს. საქართველოს დღევანდელი თაობა ღირსეული შვილია იმ წინაპრის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და თავისუფლების განმტკიცებისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომავალი თაობის ღირსეული წინაპარი გახდეს“, - განაცხადა ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42