„გავრცელდა ეს ინფორმაცია, პირველი რეაქციაც იყო და ეს ამ ეტაპისთვის არის ამომწურავი ინფორმაცია, უფრო დეტალურად ინფორმაცია საზოგადოებას ოთხშაბათისთვის მიეწოდება. ვფიქრობ მნიშვნელოვანია გამახვილდეს ყურადღება ამ საკითხზე. აბსოლუტურად უადგილოა ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობაზე ან ზეწოლაზე საუბარი“- განაცხადა პავლე კუბლაშილმა.
ენმ-ს ყოფილი აღმასრულებელი მდივანის ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, აღნიშნულმა ოთხმა ადამიანმა, როგორც პარტია ასევე პარტიული და საპარლამენტო თანამდებობებიც დატოვეს.
„ოთხმა ადამიანმა დავტოვეთ როგორც პარტია ასევე საპარლამენტო ფრაქცია, რაც შეეხება მიზეზებს, მე მესმის რომ ამან საზოგადოებაში გამოიწვია გარკვეული ვნებათაღელვა. არის მოლოდინი და ხალხს აინტერესებს პასუხი, მაგრამ ამის შესახებ ვისაუბრებთ მხოლოდ ოთხშაბათს“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
გოგა ხაჩიძის თქმით, ოფიციალური განცხადების გაკეთების ოთხშაბათამდე გადადებას, ორი მიზეზი აქვს, საკითხის ფორმალური მხარე და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა
„ფორმალურად ოთხშაბათს დასრულდება, მეორე მიზეზი ის არის, რომ დამოუკიდებლობის დღეა და ყველას გვინდა მივულოცოთ და ამ დღეს 26 მაისს, ვიფიქროთ ამ დღეზე“- განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ ენმ გუშინ დატოვეს, მომხდარის კონკრეტული მიზეზები ხვალ, ბრიფინგზე უნდა გახდეს ცნობილი. ოთხივე დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრია, მათგან ზურაბ ჯაფარიძეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა, გიორგი მელაძე კი თბილისის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები






