"ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება" - პრემიერი ზაზა აბაშიძეს შეხვდა
პოლიტიკა - 09:38, 26 May, 2015     999

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, - პრემიერ-მინისტრის დავალებით, ცენტრის რეორგანიზაცია, ფონდებში არსებული ვითარების შესწავლა, ახალი შენობის მშენებლობა და თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთების გაზრდა იგეგმება.

ამ თემებზე საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს, ზაზა აბაშიძეს ესაუბრა, რომელსაც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პრემიერი სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ, სახელმწიფოს ინტერესი არასოდეს გამოუჩენია და დღეს არსებობს საკითხის პოლიტიზების მცდელობა, რაც დაუშვებელია.

მთავრობის მეთაური ცენტრის განვითარების ახალ ეტაპთან დაკავშირებულ ყველა პროცესში პირადად იქნება ჩართული და იმედოვნებს, რომ ყველაფერი გეგმის შესაბამისად განხორციელდება.

„ერთი თვის ვადაში რამდენიმე ლოკაციას შევარჩევთ და ცენტრისთვის ახალი, თანამედროვე შენობა აშენდება, სადაც დაცული იქნება სათანადო პირობები, მოწესრიგდება ფონდები და თანამშრომლებს ღირსეული ხელფასები მიეცემათ. აქამდე მათი ხელფასი იყო ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი. მინიმალური ხელფასი აქვთ ადამიანებს, რომლებიც შვილებივით იცავენ და უფრთხილდებიან უნიკალურ, მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერებს. ჩვენ ცენტრის მნიშვნელობა სახელმწიფო დონეზე აგვყავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ცენტრის შენობის პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მშენებლობა - მომავალი წლიდან დაიწყება. ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კი სახელმწიფო კომისია იმუშავებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნება.

განათლების მინისტრი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი პრემიერ-მინისტრის ჩართულობას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს ახალი პოლიტიკა, ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ცენტრის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისი გახდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42