ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გიორგი მელაძის და გოგა ხაჩიძის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას , ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით აღნიშნული პიროვნებების გადაწყვეტილება არასერიოზულია და მათ დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვერ გაუძლეს:
"სამწუხაროდ ეს არის არასერიოზული, უპასუხისმგებლო, ინფანტილური გადაწყვეტილება. მთავარ ოპოზიციურ ძალაში ყოფნა ეს სერიოზული პასუხისმგებლობაა და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა ჯაფარიძემ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო. მაგრამ ამით ბევრი არაფერი არ იცვლება, ყველას ესმის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი რეალური ალტერნატივა ივანიშვილის ხელისუფლების და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ხედვა, კონკრეტული გეგმა და უნარი, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და ჩვენ ამისთვის ვაპირებთ მუშაობას“- განაცხადა გიგა ბოკერიამ
მისი თქმით ის არ ელოდება, რომ პარტია შეიძლება კიდევ ვინმემ დატოვოს. როგორც ბოკერია აცხადებს, სამწუხაროა რომ აღნიშნული პიროვნებები უპასუხისნგებლოები აღმოჩნდნენ, თუმცა ბოკერიას თქმით, მათი წასვლა საერთო სურათში არაფერს ცვლის.
მასალის გამოყენების პირობები






