"პირობას გაძლევთ, ეს ერთუჯრედიანი ამება ორ თვეში პოსტს დაკარგავს" - მუქარა გამგებელს
პოლიტიკა - 15:56, 25 May, 2015     3182
,,ეს არის ერთუჯრედიანი ამება და მისი დონე ჩაის ფაბრიკის დირექტორის დონეს ვერ სცდება. მე მას ვაძლევ ორი თვის ვადას და გპირდებით, რომ ის ამ თანამდებობას აუცილებლად დატოვებს“ _ ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ ლანჩხუთის გამგებელის ექს მოადგილემ და ,,თავისუფალი დემოკრატიების“ პარტიის წევრმა ვახტან ზენაიშვილმა თანაპარტიელებათან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ზენაიშვილის განმარტებით, ის არ აპირებს უსამართლობასთან შეგუებას, რადგან, როგორც განმარტავს, სამსახურიდან მისი გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა:

,,მას სხვადასხვა დროს ჰქონდა საუბარი ჩემთან იმაზე, რომ ვიყავი იმ პარტიაში, რომელიც დღეს ოპოზიციაშია. ჩემსა და ზაზა ურუშაძეს შორის გასულ კვირას კი ასეთი საუბარი შედგა, რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა პარტიასა და თანამდებობას შორის. ეს რა თქმა უნდა ჩემთვის მიუღებელი იყო და ამის შემდეგ გამათავისუფლა ყოველგვარი არგუმენტისა და მოტივის გარეშე. ერთს ვიტყვი, ურუშაძის ეს ქმედება მომდინარეობის მისი ოცნებიდან - უნდა მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში და გახდეს დეპუტატი.

პირდაპირ გეუბნებით, ის დეპუტატობას ვერ ეღირსება. ორ თვეს ვაძლევს ვადას და ის გამგებელი ვეღარ იქნება, იმიტომ რომ, ეს უმსგავსობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ლანჩხუთის რაიონში" - ამბობს ზენაიშვილი და აქვე დასძენს, რომ ის უკანონობასთან ბრძოლას პოლიტიკური მეთოდებით აპირებს და მალე საზოგადოებას ამის დამადასტურებელ ფაქტებს წარუდგინეს.

,,გუბერნატორის ქმედებებიდან არ ჩანს ის, რომ მისი ხელი არ ურევია ჩემს გათავისუფლებაში. საინტერესოა, რატომ დუმს გუბერნატორი, რატომ არ არ აკეთებს მკვეთრს განცხადებებს ხმამაღლა? რატომ აძლევენ ზაზა ურუშაძეს ამ სპეკულაციის საშუალებას ? ,,ქართული ოცნება“ რატომ არ იღებს ხმას? რატომ ვერ აპროტესტებენ? ან არსებობს ლანჩხუთის რაიონში ერთი კაცი, ვინც მივიდა სამსახურის თაობაზე, ან ვინც დასაქმებულია დღეს რომ ზაზა ურუშაძეს არ ეთქვას მისთვის - კი მინდა შენი სამსახურში მიღება, მაგარამ უშიშროება არის შენი წინაღმდეგიო? რატომ არ იღებენ ხმას, თუკი ასე არ არის?

პირდაპირ გეტყვით, უშიშროება ერევა ყველაფერში. ამას ხელს ის უწყობს, რომ რაიონს მართავს უხერხემლო, უნებისყოფო ადამიანი, რომელსაც პირადი ინტერესების გარდა, არაფერი არ ამოძრავებს. მას რომ ღირსება ჰქონდეს, ეს ყველაფერი ასე არ იქნებოდა. თუკი მას არ უნდა ამ ფარსში მონაწილეობის მიღება, მაშინ კეთილი ინებოს და გადადგეს!“ _ დასძენს ვახტანგ ზენაიშვილი.

გამგებლის ყოფილი მოადგილე მოქმედ გამგებელს განათლების დონესაც უწუნებს: ,,რა წერა -კითხვის მცოდნეცაა ურუშაძე, სულ მალე გავასაჯაროებ ამასაც. მის მიერ შერჩეულ კადრებზე კი გეტყვით, რომ განცხადება შემომდიოდა, სადაც ასოები კი არა, სიტყვები აკლდა. მე არ დავუშვებ, რომ ეს უვიცები და უსწავლელები აჯდეს ლანჩხუთს თავზე.

"ნიუპოსტის" რეგიონალური ჟურნალისტი, შეეცადა ზენაიშვილის განცხადებებსა და შეფასებებზე კომენტარი მიეღო ლანჩხუთის გამგებელ, ზაზა ურუშაძისაგან, თუმცა, გამგეობის პრესცენტრის ცნობით, ის ამ დროისთვის ლანჩხუთში არ იმყოფება. ამდენად მისი პოზიცია ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უცნობია. თავად ვახტანგ ზენაიშვილი კი, გამგებლის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს.


თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42