სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო პოიზციის შეცვლას არ აპირებს.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დამთავრდეს.
„ჩვენი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შესაბამისი დასაბუთებაც წარდგენილია. ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული რას და როგორ იმსჯელებს. ეს რეალობა ყოველთვის არსებობდა და რატომ გახდა ახლა სპეკულირების თემა სასწავლო წლის დაწყების წინ, როდესაც მთელი რიგი პროცედურები არის გასატარებელი და მოსამზადებელია სისტემა ახალი სასწავლო წლისთვის. საკითხი დღის წესრიგში დააყენა პოლიტიკურმა პარტიებმა, კერძოდ, უმცირესობამ და ისინი ახდენენ საკითხის სპეკულირებას. ამიტომ ეს თემა გასაყოფია - პოლიტიკური სპეკულირება და მშობლების რეალური წუხილი. მშობლებთან ვაგძელებთ მუშაობას და კონტაქტს. რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, ეს უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






