22 მაისს მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო მოქალაქე ჭ.ჭ-ს საქმის შესწავლა, მის მიმართ გურჯაანის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"საკითხის შესწავლის მიზნით, გურჯაანში იმყოფებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, სადაც შეხვდნენ და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს მოქალაქე ჭ.ჭ-ს და მისი ოჯახის წევრებს. ადგილზე მოხდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დოკუმენტირება.
მოპოვებული მტკიცებულებებისა და მიღებული ახსნა-განმარტებების შესწავლის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






