„დარწმუნებული ვარ ერთმანეთი ეზიზღებათ, ან რატომ უნდა უყვარდეთ და მოსწონდეთ ერთმანეთი, პოლიტიკამ მეგობრობა არ იცის, მაგრამ ისინი ერთ საქმეს აკეთებენ. მაგალითად „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“ და „ნაცმოძრაობა“, ამიტომ არიან ისინი მოტივირებული, მაგრამ დანარჩენი ამორფული მასა, რასაც ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვეძახით, ისინი უმოტივაციო ხალხია, ისიც კი არ იციან, რატომ არიან ერთად. ჩემს მიერ ჩამოთვლილმა პარტიებმა კი იციან, რა არის მათი მიზანი. ერთი ოთახიდან იღებენ დავალებას, ვერაფერს იტყვი, გასდით, მართლები არიან. გვერევიან... ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, მიშა კი არ იყო მაგარი, ჩვენ ვიყავით მთხლეები და ნუ ვთხოვთ იმ ქვეყნებს პასუხს, ვინც ჩვენ ამ ძალებს თავს გვახვევენ. ჩვენ ვართ პირდაფჩენილი მთხლეები, რომლებსაც არც არაფრის გაკეთება გვინდა, რომ შევეწინააღმდეგოთ, არჩევნებში გამოსვლაც გვეზარება, რომ გააზრებული გადაწყვეტილება მივიღოთ და ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც ამომრჩევლის ხმა 20 ლარად იყიდება“- აცხადებს გია ბურჯანაძე.
წყარო "კვირის ქრონიკა"
მასალის გამოყენების პირობები






