რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე სოფელ ქარქუსაანიდან გია სოლოშვილის გატაცებას ეხმაურება.
როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს არის იმ ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რაც 2008 წლის აგვისტოს ომმა დატოვა.
"ეს არის ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა. იმ ფაქტმა, რომ რუსეთი ამ საოკუპაციო ხაზს სახელმწიფო საზღვრად თვლის, ეს ა ძალიან მწარე და მძიმე რეალობაა. რაც შეეხება ჩვენს ევროპულ პროექტს, ძალიან ეფექტურად და ოსტატურად ვახორციელებთ, ისე, რომ ზედმეტად სახიფათო კონფრონტაციაში რუსეთთან არ შევდივართ, ამას ხედავენ დასავლეთშიც, ჩვენშიც და ოპონენტებიც. გატაცების საკითხი ერგნეთში გამართულ შეხვედრაზეც იქნება განხილული, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს“, - განაცხადა აბაშიძემ.
დუშეთის რაიონის სოფელ ქარქუსაანიდან, რომელიც საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს, გია სოლოშვილი ორი დღის წინ გაიტაცეს.
მასალის გამოყენების პირობები






