ქართული ჯარი იყო,არის და იქნება გლობალური უსაფრთხოების ღირსეული პარტნიორი - ხიდაშელი
პოლიტიკა - 19:28, 24 May, 2015     1517

ვაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. სწავლების დასრულება სამხედროებმა საჩვენებელი წვრთნით აღნიშნეს. ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ამერიკული „ბრედლებით“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანებით ქსმ2 შეტევის ოპერაცია განახორციელეს.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს სწავლება ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინსვლას და დაეხმარება ნატოში გაწევრიანების გზაზე. „იმისთვის, რომ ეს სწავლება შემდგარიყო, არაერთმა ადამიანმა პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო უმაღლეს პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამთავრობო დონეზე იმისთვის, რომ ეს ისტორიული სწავლება საქართველოს მიწაზე შემდგარიყო. ყველაზე დიდი წვლილი იმაში, რომ დღეს ჩვენ ამ სწავლებას ერთად ვატარებთ და წინ ვწევთ რეგიონის უსაფრთხოებასაც არის იმ ადამიანებში, ვისაც აცვია ფორმა და ვინც ემსახურება როგორც საქართველოს, ისე გლობალურ მშვიდობას წლების განმავლობაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

სამხედროებს სწავლების დასრულება მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა:

„მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ამ მნიშვნელოვანი სწავლების წარმატებით დასრულებას. ერთობლივი სწავლება ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ამ დღეების განმავლობაში ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა მართლაც ღირსეული პარტნიორობა გაუწიეს ერთმანეთს. ეს წვრთნა არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთხოების, საერთაშორისო მშვიდობისა და სტრატეგიული მეგობრების ერთგული და ღირსეული პარტნიორი.“

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს სპეციალურად ამ სწავლებისთვის შექმნილი საპრეზიდენტო მედალიონები გადასცა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა უწყებრივი მედლებით ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს.

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ჩატარდა და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად. სწავლებაში მონაწილეობას დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იღებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42