აბა თუ მიხვდებით, რა სიურპრიზი იმალება ამ ყუთებში?
სოც.მედია - 17:03, 23 May, 2015     1666
2 დღის წინ თბილისის ზოოპარკმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ხის ორი ყუთის ფოტო გამოაქვეყნა და ფეისბუქმომხმარებლებს ვერსიების წარმოდგენა შესტავაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ამანათებში. დღეს კი უკვე ცნობილი გახდა ამანთში მყოფი არსებების ვინაობა.
"ესეც ამანათების შიგთავსი...

მაშ ასე, მიეგებეთ ჩვენს ახალ ბინადრებს! 2 უუუუულამაზეს და უუუუუმშვენიერეს წინააზიურ ჯიქს, ანუ ლეოპარდს!

მამა-შვილი, 2 წლის სალამი და 8 წლის ედუარდი საჩუქრად მივიღეთ საფრანგეთიდან, პარიზის მახლობლად მდებარე ზოოლოგიური პარკიდან Le parc des felins, რომელიც კატისებრთა ოჯახის გადაშენების პირას მყოფი წარმომადგენლების გამრავლებასა და კონსერვაციას ემსახურება.

ეს სწორედ ის ლეოპარდია (Panthera pardus saxicolor, იგივე Persian leopard), რომელიც ისტორიულად საქართველოს ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ამჟამად წინააზიური ჯიქი გადაშენების საფრთხის პირასაა. სახეობის მთლიანი პოპულაცია სულ 870-1290 ინდივიდს ითვლის, რომელთაგან დიდი ნაწილი ირანსა და ავღანეთში ბინადრობს.

საქართველოში ჯიქი ბოლოს 2003 წელს, ვაშლოვანის ნაკრძალში დაფიქსირდა ორგანიზაცია "ნაკრესის" მიერ. ლეოპარდს ნოე დაარქვეს. ნოეს მომდევნო 7 თვის განმავლობაში აქტიურად აფიქსირებდა ფოტოხაფანგები, თუმცა მას შემდეგ არც ის და არც რომელიმე სხვა ინდივიდი აღარ გამოჩენილა.

სამომავლოდ თბილისის ზოოპარკი ჯიქის გამრავლებისა და აღდგენის პროგრამაში ჩართვას გეგმავს. ეს პროექტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში ლეოპარდის ეს სახეობა კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება.

ვნახოთ... იქნებ შევძლოთ საქართველოს ფაუნის ისტორიული წარმომადგენლების აღდგენა...

მიეგებეთ სალამსა და ედუარდს და წარმატებები გვისურვეთ!"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42