„ვისურვებდი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ ლამაზ ტრადიციად. ასევე ჩემი სურვილია ეს დღე ყველამ ერთად იზეიმოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში,“ – აღნიშა პრემიერმა და დღესასწაული ასევე ყველა აფხაზს მიულოცა.
„მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები. ჩვენ მათზე ვზრუნავთ და გვინდა მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია სწორედ ამ ურთიერთობების განმტკიცებისკენ, ნდობის აღდგენისკენ და მიგვაჩნია, რომ ეს გზა აუცილებლად გამარჯვებამდე მიგვიყვანს,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით აფხაზეთი ყველა ქართველის ტკივილი და მოუშუშებელი იარაა:
„ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის მოუშუშებელი იარა. ასე რომ, ჩვენთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები. მანამ, სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, ქართველი კაცი ვერ იქნება ბედნიერი. ვერც აფხაზები და ოსები იქნებიან ბედნიერები. ეს არის ჭეშმარიტება და ამას ყველას მხრიდან გაგება სჭირდება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის’’ დღედ დაწესდა.
მასალის გამოყენების პირობები






