,,ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ჩაიბურტყუნა საკუთარი არაადეკვატური პოზიცია...“ - კრემლი რიგის სამიტზე
პოლიტიკა - 13:15, 23 May, 2015     2408
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რიგის სამიტს ეხმაურება და მიღებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.

,,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის უმაღლესი დონის შეხვედრის მომზადებასა და ჩატარებას. მისი შედეგები ძირფესვიანად იქნება გაანალიზებული იმ კუთხით, რომ ევროკავშირი პირდებოდა რუსეთს, რომ ეს თანამშრომლობა არ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს.

მიუხედავად რუსეთის მიერ გაწეული ძალისხმევისა, რაც ეფუძნებოდა ჩვენს პასუხსიმგებლობას ევროპის ქვეყნების ბედზე, რიგაში მოკლევადიანი ამოცანების წნეხის ქვეშ, ხელიდან იყო გაშვებული კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა თავიდან აგვეცილებინა კონტინენტის დაყოფის გაღრმავებადი პროცესი. დასკვნით დოკუმენტში ფაქტიურად დადასტურებულია ყველა წინა მოცემულობა, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე იქნა მიღებული.

აღმოსავლეთის პარტნიორობა ფაქტობრივად რჩება იდეოლოგიზირებულ გეოპოლიტიკურ პროექტად, რომლის რეალიზაციაზეც უარყოფით გავლენას ახდენენ ევროკავშირის გარკვეული წევრი ქვეყნები, მათი ისტორიული ანტირუსული კომპლექსებიდან გამომდინარე.

ხაზს ვუსვამთ, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ჩაიბურტყუნა თავისი არაადეკვატური პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ზოგიერთ ხელმძღვანელს და ბრიუსელის წარმომადგენლებს მოუწევთ ისწავლონ იმ ერის თავისუფალი ნებისა და არჩევანის პატივისცემა, რომლის შესახებაც ასე უყვართ სხვადასხვა კონტექსტში მსჯელობა.

ასევე ყურადღებას იპყრობს ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა უბედურებები და არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიზეზები, სხვადასხვა ქვეყნებს შორის, მათ შორის ევროპკავშირის წევრებში, მიიჩნევა მოსკოვის მაქინაციებად. სამიტი ახალია, სიმღერა -ძველი.

რუსეთი არ აყენებს ეჭქვეშ ნებისმიერის უფლებას, განამტკიცოს ურთიერთობები პარტნიორებთან, მათ შორის ევრიკავშირთან, მაგრამ ამის გაკეთება უნდა ხდებოდეს თანაბარი უფლებების საფუძველზე. არ უნდა ხდებოდეს რეფორმებისა და მოდერნიზაციისკენ დაინტერესებული ქვეყნების მისწრაფებების ბოროტად გამოყენება. პატივი უნდა სცენ ისტორიულ კავშრებს და მეზობლებთან ურთიერთობის მთელ კომპლექსს.

არის რა ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, რუსეთი გამოდის იმ ფაქტიდან, რომ ევროპული მატირიცისადმი ამა თუ იმ ქვეყნის კუთვნილება, არ არის დამოკიდებული რაღაც გადაწყვეტილებებსა თუ აღიარებებზე. მისი განმტკიცება არის მუდმივი და ცოცხალი პროცესი. მან უნდა დააახლოვოს ყველა ევროპელი ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე და არ უნდა დაგვყოს ჩვენ ცრუ კითხვით - ვისთან ხარ შენ?

ვადასტურებთ კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას ევროკავშირთან, ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებსა და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, ერთიანი ეკონომიკური და ჰუმანიტარული სივრცის მშენებლობისთვის, რომელიც იქნება ყველასთვის საერთო და უსაფრთხო ატლანტიდან წყნარ ოკანემდე“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42