ქათამაძე, როგორც "თავისუფალი ზონის" ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი , გურიის გუბერნატორის ბრალდებებს გამოეხმაურა.
"გურიის გუბერნატორის ფილმი, რუსეთის გმირის ლადო ბედუკაძის დადგმულ კადრებზე დაფუძნებული, რის გამოც 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ბედუკაძე რუსეთში დააჯილდოვეს. აღნიშნული ფილმის არასრულწლოვნებისათვის ჩვენება დაუფასდა სალუქვაძეს და რეგიონის ხედვების და გეგმის გარეშე ივანიშვილის მიერ დაინიშნა გურიის გუბერნატორად.მინდა მივმართო გუბერნატორს მოეშვას სიცრუის ტირაჟირებას და დაკავდეს რეგიონში არსებულ პრობლემების მოგვარებით"-განაცხადა ქათამაძემ.
თავის მხრივ, გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, უპასუხა რა ერთ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას იგივე თემაზე, აღნიშნა, რომ:"სამეგრელოში, მისი ორგანიზებით დოკუმენტური ფილმის ჩვენების დროს, არასრულწლოვანები, ადგილობრივმა "თავისუფალმა ზონამ" მიიყვანა პროვოკაციის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






