,,როგორც ჩანს დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას თავი სასიმინდეს დირექტორი ჰგონია და არა თბილისის მერი. მას და მის ყველა თანამშრომელს ხელფასს უხდის საზოგადოება. მოქალაქეები ვუხდით ხელფასს და დიახაც ჩვენი საქმეა, რამდენი მრჩეველი ეყოლება და რამდენი ხელფასი ექნება იმ მრჩევლებს! სასიმინდის და საქათმის დირექტორი კი არ არის, არამედ ადამიანების რესურსი და ფული უნდა გაანაწილოს ნორმალურად! თითოეული დეტალი გვეკითხება! ძალიან კარგია, რომ ჩავარდა საკითხი და დღეს საკრებულო პრეცედენტული იყო", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ვერ გავიდა თბილისის მერისთვის ახალი მრჩევლების არჩევის საკითხი.
საკითხს მხარი 22 -მა დეპუტატმა დაუჭირა. იმისთვის, რომ საკითხი გასულიყო 26 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
აღნიშნული საკითხის განხილვა მთელი დღის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა. ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვდნენ კონკრეტიკას, თუ რატომ სჭირდებოდა ნარმანიას დამატებითი მრჩევლები.
შეგახსენებთ, დღეს დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ არავის საქმე არ არის და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, თუ რამდენი მრჩეველი ეყოლება.
მასალის გამოყენების პირობები






