"სებ-ისთვის საბანკო ზედამხედველობის უფლების ჩამორთმევა პრეზიდენტის ფუნქციების შესუსტების მცდელობაა"
პოლიტიკა - 18:13, 22 May, 2015     1745
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკისათვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით ეკონომიკა უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და გავლენისაგან.

„საკვირველია რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რა ეკონომიკური მოტივები არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფერო საქართველოში; სფერო, რომელმაც გაუძლო არაერთ გარე დარტყმას, მათ შორის 2008-2009 წლებში ორმაგ ეკონომიკურ კრიზისს და ჩვენ დღეს გარკვეული ცვლილებებით საბანკო სისტემასთან მიმართებაში შესაძლოა ამ სექტორის რყევის სერიოზული ნიშნები შევქმნათ. თუ ვინმეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელება უნდა - რატომ იწყებს ამას იმ სფეროდან, რომელსაც ამ ეტაპზე რეფორმები არ სჭირდება? რატომ ვაპირებთ ვუმკურნალოთ დარგს, რომელსაც ამის საჭიროება არ აქვს? ჩვენ შეგვიძლია სხვა მიმართულებით განვახორციელოთ ეკონომიკური რეფორმები, თუკი ამის ნება არსებობს. მეტიც, ძალიან ძნელია გავიხსენოთ თუნდაც ერთი განცხადება კომერციული ბანკების მხრიდან, რომელიც შეეხებოდა ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისადმი გარკვეული ტიპის შენიშვნებს; და კიდევ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობა შეფასებულია ძალიან პოზიტიურად.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ვთვლით, რომ ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისაგან; პოლიტიკური თამაშები ეკონომიკაში არ შეიძლება; ეს ავნებს ეკონომიკას. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად აისახება ბიზნესგარემოზე, ზიანდება მსგავსი გადაწყვეტილებებით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა ეროვნული ბანკისათვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა საპრეზიდენტო ინსტიტუტის, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციების ფაქტობრივი სხვადასხვა კანონებით შესუსტების მცდელობაა.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს; შემდგომ ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და აღნიშნული გადაწყვეტილება და ინიცირებული ცვლილებები იმავდროულად წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტისა და მთლიანობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ფუნქციების სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებით ფაქტობრივი შესუსტების კიდევ ერთ მცდელობას“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42