„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის დეკლარაციის ბოლო ვარიანტი ცნობილია. დოკუმენტი ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 30 პუნქტიან დოკუმენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიწოდების თარიღი მითითებული არ არის. თუმცა აღნიშნულია, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკომისია წლის ბოლომდე მიიღებს, მაშინ როდესაც ევროკომისა წარმოადგენს კიდევე ერთ ანაგრიშს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი დეკლარაციის 23-ე პუნქტშია განმარტებული.
"სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, როგორც ეს ევროკომისიის ბოლო დასკვნაშია აღნიშნული და ელიან უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის იმპელემნტაციის დასრულებას, როდესაც ყველა პუნტქი იქნება შესრულებული ყველა საჭირო რეფორმის აღსრულების გზით. ისინი ასევე მიესალმებიან კომისიის მზაობას, გააკეთოს შესაძებლობების მაქსიმუმი რათა მხარი დაუჭიროს უკრაინასა და საქართველოს მათი სამოქმედო გეგმის აღსრულებაში. ასევე სურვილს - დაასრულონ ანგარიშის მომზადება საქართველოსა და უკრაინის პროგრესის შესახებ 2015 წლის ბოლომდე" - ნათქვამია დეკლარაციაში.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






