ლევან თორიას აცხადებს, რომ სუსის თანამშრომელი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თორიას თქმით, რომ მომხდართან დაკავშირებით არ დაწყებულა გამოძიება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კი არ შეადგინეს ნახაზი და მომხდარი ფაქტი არ დააფიქსირეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი აცხადებს, რომ ადგილი აქვს შემთხვევას, როდესაც დანაშაულზე რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან შერჩევით ხდება.
ლევან თორია ასევე აცხადებს, რომ ბაკურ გულუა არის ადამიანი, რომელმაც ცრუ ჩვენება მისცა პროკურატურას თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ბაკურ გულუას თენგიზ გუნავას საქმეზე პროკურატურასთან შეთანხმება ჰქონდა დადებული და ამ დამსახურების გამო, დღეს საქართველოს ხელისუფლება მის სხვადასხვა სახის გადაცდომებზე თვალს ხუჭავს.
მასალის გამოყენების პირობები






