მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია შეიმუშავა
პოლიტიკა - 14:19, 22 May, 2015     522

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც პოლიტიკის კოორდინაციას, საჯარო ფინანსების მართვას, სახელმწიფო სერვისების განვითარებას, ანტიკორუფციული და ღია მართველობის ელემენტების, გამართული ადმინისტრაციული სექტორის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს -

სტრატეგიის სამოქმედო გეგმა დღეს არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით და ევროკავშირის ექსპერტების აქტიური ჩართულობით, შეიმუშავა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სტრატეგია.

„საქართველოს მთავრობა მუშაობს საჯარო ადმინისტრაციის რეფორმაზე, რეფორმის სტრატეგია დღეს წარვუდგინეთ არასამთავრობო სექტორს. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც გულისხმობს მთლიანად სახელმწიფო მმართველობის რეფორმირებას. მანამდე, ჩვენ გვქონდა მცდელობა მისი ელემენტების რეფორმა განგვეხორციელებინა. როგორც იცით, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სამსახურის, ასევე საჯარო ფინანსების რეფორმა და ა.შ. დღეს ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მთელს რეფორმებს ერთიან კონტექსტში, როგორც მთლიანად საჯარო ადმინისტრირების და საჯარო მმართველობის რეფორმებს, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ სახელმწიფო ბიუროკრატიის ქვაკუთხედს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ევროინტეგრაციის და ევროკავშირის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირის ექსპერტების შეფასებით, გვაქვს სრულად დაცული," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენელი მარტინს კრიევინსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და საჭიროა გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად.

„ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს ადმინისტრაციას საჯარო მმართველობის რეფორმის შემუშავებაში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მთავრობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მთავრობამ გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ასევე, გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რასაც საქართველოს მთავრობა გადადგამს, მიმართული იქნება ევროპისკენ," - აღნიშნა მარტინს კრიევინსმა.

არასამთავრობო ორგანიზიების მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების შემდეგ, საბოლოო დოკუმენტს მთავრობის სხდომა ივნისის თვეში დაამტკიცებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42