იან კელი აპირებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციაში დაეხმაროს
პოლიტიკა - 13:35, 22 May, 2015     1335
იან კელი აპირებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციაში დაეხმაროს. საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი ასევე მზადაა საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაშიც დაეხმაროს.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენისას იან კელიმ განაცხადა, რომ ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, აპირებს საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციაში და მოუწოდოს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც ამ მიზნების სჯერა, ქვეყნის წინსვლისთვის გაერთიანდეს.

კელიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დაეხმარება პოლიტიკური პლურალიზმის, ანგარიშვალდებული მთავრობის და დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციაში, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი იყოს ქვეყნის ისტორიაში.

სენატში გამოსვლისას, ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ მზადაა საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებაში დაეხმაროს, რათა ქვეყანამ შეძლოს მომავალზე ფოკუსირება, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, მეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების განსამტკიცებლად და ევროპაში ინტეგრაციის წარმატებით დასასრულებლად.

იან კელი დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე რიჩარდ ნორლანდს შეცვლის. ნორლანდს უფლებამოსილება ზაფხულში ეწურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42