რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ქართველი და უკრაინელი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.
ისინი მოითხოვენ, სამიტზე დაფიქსირდეს, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად მიიღებენ, უვიზო მიმოსვლას ევროპასთან.
„პრეზიდენტი პოროშენკო მოვიდა ჩვენთან და მადლობა გადაგვიხადა. დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებმა ევროპაში უვიზო მიმოსვლა შეძლონ. საქართველოსთან ერთად უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს და ეს უნდა ჩაწერონ დეკლარაციაში. იმედი გვაქვს ჩვენს ინტერესებს გაითვალისწინებენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„ჩვენ გვინდა გაიგონონ ჩვენი ხმა, ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპის ნაწილი. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ მათგან ესეთი დაპირება. ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი არ შეიძლება ასე გაჭიანურდეს", - განაცხადა აქციის მონაწილემ ლაშა ტუღუშმა.
მასალის გამოყენების პირობები






