„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მაია ფანჯიკიძის და ზურაბ აბაშიძის ფოტოს აქვეყნებს წარწერით:
"ორმოში ჩავარდნილი კაცის ამოყვანას ჯობს ამოავსო ორმო და მშვიდობით იაროს ყველამო", ამბობს ძველი რაჭული ანდაზა.
ჯინსივით გაცვეთილი ქუჩების კემსვა-კემსვაში, "ლოსკუტებს" და "ლატკებს" შორის, ასფალტის ჯინსის სამამულო წარმოების ბრენდის იარლიყიც გაჩნდა.
მეორე ფოტოზე კი თავს იწონებენ და ყელყელაობენ დიზაინერთაგანები - ზურა დოლჩე და მაია გაბანა )))))))))))).
"FD.GE" პარტიის ვებგვერდის მისამართია.
ქუჩის მკერავების თხოვნასაც აქვე ვაზიარებ, თუ ვინმეს დახმარება შეგიძლიათ,
"გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა:
თავისუფალი დემოკრატები გთხოვთ ყველას, ვისაც გაქვთ დარჩენილი საშენი მასალა, ან დამტვრეული კაფელი/მეტლახი, მოგვაწოდოთ ჩვენს ოფისში - მის.: მარი ბროსეს ქ. #1, ან დაგვიკავშრდით და ჩვენ მოვალთ და წამოვიღებთ.
ტელ.: 0322932680", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

მასალის გამოყენების პირობები






