თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რიგის სამიტს იმედიანად უყურებს.
მისი თქმი, არსებობს მოლოდინი, რომ დეკლარაციაში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღების თაობაზე კონკრეტული ვადა იყოს მითითებული.
„ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, ვინაიდან პრაქტიკულად არც ერთი განსხვავებული მოსაზრება არ მოგვისმენია იმისგან, რომ საქართველოსთვის ეს 6 თვე იყო ძალიან წარმატებული. ხუმრობა ხდება იმაზე, რომ რასაც მოლდოვამ 2 წელი მოანდომა, ჩვენ 6 თვეში დავასრულეთ. საუბარი მიმდინარეობს იმაზეც, რომ 2015 წლის ბოლო იქნება ის ეტაპი, როდესაც დამთავრდება ამ თემაზე საუბრები და ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს. დღეს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მხარე ითხოვს კონკრეტული თარიღის მითითებას, თუმცა დეკლარაციაში თვე და რიცხვი თუ არ იქნება მითითებული და ვადად 2015 წლის ბოლო განისაზღვრება, ვფიქრობ, ესეც უკვე საკმარისი მიღწევა იქნება. ჩვენ გვექნება კონკრეტული ვადა და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიღწევა აღარ იქნება რაღაც უსასრულობაში განფენილი მოლოდინი, რომ მას ოდესმე მოგვცემენ“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






