მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ მას რიგის სამიტისგან ჰქონდა დიდი მოლოდინები. მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს ევროკავშირმა დეკლარაციაში შეიტანოს ოთხი მიმართულება, ესენია - ვროპული პერსპექტივა, ვიზები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და ე.წ. ხელშეკრულებების არაღიარება და მისი დაგმობა. როგორც ფანჯიკიძე მიიჩნევს, თუ საგარეო უწყება ამას ვერ მიაღწევს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხებზე არ მუშაობდა.
„გვითხრეს ძალიან ნათლად, რომ გვაქვს შესასრულებელი ბევრი რამ, თუ არ დავაკმაყოფილებთ ამ კრიტერიუმებს არ იქნება უვიზო მიმოსვლა. ეს საქართველოს მთავრობის მარცხია და ეს არის იმის მიზეზი, რომ რიგაში არ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული,“-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მთავორბის დაპირებები სიცრუე აღმოჩნდა, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართვეო როდესმე მიიღებს ვიზალიბერალიზაციას დიდი ხნის წინ იქნა მიღებული.
"ტყუილია თითქოს მთავრობა არ პირდებოდა ხალხს, რომ რიგის სამიტზე გაფორმდებოდა ეს ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ღარიბაშვილის, წულუკიანის, სხვა მინისტრების გამოსვლები, რომლებიც სწორედ რიგაში პირდებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს გარღვევას ამ მიმართულებით, თუმცა, მათი ეს დაპირება, სამწუხაროდ, ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, აღმოჩნდა სიცრუე," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






