„რადიო თავიოსუფლება“ რიგის სამიტის დეკლარაციის დეტალებზე წერს.
„თუკი პროექტი არ შეიცვალა, ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის ერთობლივი დეკლარაცია გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე წინა, ვილნიუსის სამიტის, დოკუმენტი“- ნათქვამია სტატიაში.
თუმცა, სტატიის მიხედვით, პროექტის ერთ-ერთ პუნქტში დეკლარირებულია აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნების „ევროპული პერსპექტივა“ და „ევროპული არჩევანით დაინტრესება“, რაც გარკვეულწილად, უვიზო მიმოსვლის საკითხის გადავადების ერთგვარ კომპენსაციად უნდა ჩაითვალოს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის ახალი პროექტი, რომელიც რიგის სამიტისთვის არის მომზადებული, საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის მნიშნელოვან სიახლეს არ შეიცავს.
რიგის სამიტის დეკლარაცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დღეს გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






