ირაკლი ღარიბაშვილმა შვედი კოლეგა საქართველოში მიიწვია
პოლიტიკა - 10:27, 22 May, 2015     1075
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვედი კოლეგა საქართველოში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილისა და სტეფან ლოფენის შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.

საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი და შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსთან (SIDA) თანამშრომლობა იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერას განაგრძობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას განსაკუთრებით აღნიშნა, რომ შვედეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისერთ-ერთი უმთავრესი დონორია და SIDA საქართველოსთან წარმატებით თანამშრომლობს - ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის ფარგლებში სახელმწიფოს განვითარების, გარემოზე ზეგავლენის შემცირებით გარემოს გაუმჯობესების და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42