ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ რუსკის თქმით, ევროკავშირს სურს, განავითაროს კავშირები აღმოსავლეთ პარტნიორებთან.
როგორც ტუსკი აცხადებს, აღმოსავლეთ პარტნიორობა არავის მიმართ არ არის მიმართული, მათ შორის არც რუსეთის მიმართ.
„ევროკავშირი მხარს უჭერს თავის პარტნიორებს ისე როგორც არასდროს. აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩვენი საერთო პრიორიტეტია. ევროკაშირს სურს წინ გადადგას ნაბიჯი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა წევრთან. გვინდა დავეხმაროთ მათ საზოგადოების გარდაქმნაში თავისივე მოქალაქეების სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გარეშე ზეწოლას მეტ წინააღმდეგობას გაუწევენ. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის სილამაზის კონკურსი რუსეთსა და ევროკაშვირს შორის, თუმცა სილამაზეც მნიშვნელოვანია. რუსეთი, რომ უფრო რბილი და მიმზიდველი ყოფილიყო შეიძლებოდა საკუთარი ნაკლის გადაფარვა მეზობლებთან აგრესიული და დესტრუქციული ტაქტიკით აღარ დაჭირდებოდა“, - განაცხადა ტუსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






