EPP-მ რიგის სამიტისადმი მიძღვნილი დეკლარაცია მიიღო
პოლიტიკა - 02:11, 22 May, 2015     758

ევროპის სახალხო პარტიის რიგის სამიტისადმი მიძღვნილ დეკლარაციაში პარტიამ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და იმავდროულად საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დევნა და შერჩევითი მართლმსაჯულება დაგმო.

დეკლარაცია რიგაში, EPP-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა მეხუთე სამიტზე მიიღეს.

დეკლარაციაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ბოლო მოვლენები აღმოსავლეთ ევროპაში სერიოზულ გამოწვევებს ქმნის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონცეფციისთვის, რომელიც თავდაპირველად სხვა გეოპოლიტიკურ კონტექსტში შეიქმნა. „რუსეთის ომი უკრაინის წინააღდეგ და მისი ჩარევა სხვა ქვეყნების საქმეებში გამოცდა გახდა იმ ფასეულობებისთვის, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული და სერიოზულად ხელს უშლის ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრთა ძალისხმევას მთელი რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სივრცის გასაფართოებლად", -ანიშნულია დეკლარაციის შესავალში.

სამიტის მონაწილეები ხაზს უსვამენ პროგრესს, რომელიც ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის შესრულების მხრივ იქნა მიღწეული, მათ შორის უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებების წინასწარი რეალიზაციის დაწყების კუთხით.

მოლდოვასთან უვიზო რეჟიმის რეალიზაციის დადებითი გამოცდილების გათვალისწინებთ, EPP აღნიშნავს, რომ ელის სავიზო რეჟიმის შემოღებას უკრაინასთან და საქართველოსთან 2016 წელს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბოლო შემფასებელი მოხსენება გამოქვეყნდება.

იმავდროულად, დეკლარაციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო. „გამოვხატავთ შეშფოთებას პოლიტიკურ ოპონენტთა სამართლებრივი დევნით, შერჩევითი მართლმსაჯულებით და ძალადობრივი ინციდენტებით ოპოზიციის წინააღდეგ საქართველოში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ძალისხმევა მიმართოს სასამართლო პროცესების მონიტორინგის შესახებ OSCE/ODIHR-ის 2014 წლის მოხსენებაში მითითებული პრობლემების გადასაწყვეტად და ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის რეალიზაციაზე", - ნათქვამია დეკლარაციაში.

დოკუმენტში სამიტის მონაწილეები ასევე გმობენ რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ყირიმის უკანონო ანექსიას და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილის ოკუპაციას, ასევე საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გაგრძელებას.

EPP ასევე „წუხილს გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან გაფორემებული შეთანხმებებით, რომლებიც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხებას და ამ რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაც ევროპაში მშვიდობას საფრთხეს უქმნის".


წყარო tabula.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42