”რუსეთის გასაღიზიანებლად საქართველოს არსებობაც კი საკმარისია”- ხიდაშელის ინტერვიუ ”le jdd”-სთან
პოლიტიკა - 01:56, 22 May, 2015     1745
ფრანგული მედია ”Le Journal du Dimanche” საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან ინტერვიუს აქვეყნებს. როორც გამოცემა წერს, ქართველი მინისტრი მათ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე და რუსეთთან არსებულ დაძაბულ კლიმატზე ესაუბრა:

რუსეთის საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არის ანტირუსული სამიტი. თქვენ რას უპასუხებდით მას?

მე მინდა მას შევახსენო, რომ საქართველო არსებობს, ეს კი რუსეთის გასაღიზიანებლად უკვე საკმარისია. მაგრამ მე განსაკუთრებით მინდა მას ესმოდეს, რომ ევროკავშირი არავის წინააღმდეგ არ არის. ამ სამიტის დღის წესრიგი არის დისკუსიები იმისთვის, რომ მოხდეს უფრო მეტი განვითარება, მეტი კეთილდღეობა, გადაადგილების მეტი თავისუფლება. დროა საქართველოს მსგავსმა სუვერენულმა ქვეყნებმა თავად გადაწყვიტონ, ვისთან სურთ თანამშრომლობა და ცხოვრება , და ცხოვრების წესიც თავად აირჩიონ. რუსეთმა არჩევანი გააკეთა და ამ არჩევანს ჩვენ ვხედავთ უკრაინაში. ჩვენი არჩევანი კი რიგის სამიტზე მონაწილეობაა.

რას ელით ამ სამიტისგან?

მე არ ვიცი, მივიღებთ თუ არა ვიზის ლიბერალიზაციას, მაგრამ რიგის სამიტის დეკლარაციამ უნდა შემოგვთავაზოს დღის წესრიგი, რომელშიც დეტალურად იქნება განხილული ის ეტაპები, რომლის გავლის შემდეგ ჩვენი მიზანი რეალობად იქცევა.

მე საკმაოდ ოპტიმისტი ვარ. ვფიქრობ, ვილნიუსის სამიტის შემდეგ საქართველოს მიერ 2 წელში მიღწეულ პროგრესი კარგი თვალით იქნება დანახული.

სამიტამდე ერთი კვირით ადრე საქართველომ 300 ამერიკელ ჯარისკაცს უმასპინძლა, რომლებმაც თქვენი ჯარი უნდა გაწვრთნან. ეს ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი მესიჯია?

აშშ არის ჩვენი ყველაზე დიდი სტრატეგიული პარტნიორი, უკვე ათული წლებია. ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან კრიტიკული მნიშვნელობისაა. თუ ჩვენი ჯარი გახდება უფრო ძლიერი, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ ქვეყანაც გაძლიერდა. მაგრამ არავინ არ არის გულუბრყვილო და არ სჯერა იმის, რომ ხვალ ნატოს წევრად გაიღვიძებს. საქართველო რეალისტად რჩება. ნატოს წევრი ქვეყნები არ დასხმიან რუსეთს თავს. ესტონეთი და პოლონეთი არიან ნატოს წევრები, მაგრამ ისინი რუსეთის წინააღმდეგ რამის გაკეთბას არ ცდილობენ. ეს რუსული პროპაგანდაა, რომელიც აცხადებს, რომ მის მეზობელ ქვეყნებს ნატოში შესვლა იმისთვის უნდათ, რომ შემდეგ რუსეთს ომი გამოუცხადონ. უნდა გავიხედოთ ფანჯარაში, ჩვენ XXI საუკუნეში ვართ. აგრესიის განხორციელებით ოკუპაციის დრო დასრულდა.

რუსულმა ვერტმფრენებმა არაერთხელ დაარღვიეს თქვენი საჰაერო სივრცე. ამას როგორი რეაგირება მოჰყვა?

დიახ, ზეწოლა ძლიერია. რუსეთი არღვევს ჩვენ საჰაერო სივრცეს, იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს და ხელს უწყობს მრავალ სხვა უკანონო ქმედებას საზღვარზე. არსებობს ცდუნება , რომ ამ პროვოკაციებს პასუხი გაეცეს, მაგრამ ეს იქნებოდა მოსკოვის თამაშზე აყოლა. ისინი უცდიან ჩვენი მხრიდან დაშვებულ შეცდომას. ჩვენი მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავიდან იქნეს აცილებული ახალი ომი საქართველოში. ჩვენ აღარ გვსურს მეტი მსხვერპლი.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42