ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დასკვნით ეტაპზეა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები თეორიული მომზადების შემდეგ პრაქტიკულ საცეცხლე და ტაქტიკურ ამოცანებს ასრულებენ.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.
სწავლებაში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში აშშ-ის არმიის პარაშუტისტთა და მექანიზირებული დანაყოფები მონაწილეობენ. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეულია წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






