განათლების მინისტრის მრჩეველი ნიკა მელიას ღიპზე ჩქმეტაში ადანაშაულებს (ვიდეო)
პოლიტიკა - 19:06, 21 May, 2015     5000


განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ნიკა მელიამ რომელიც სამინისტროში სასკოლო ასაკთან დაკავშირებით მშობელთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად იყო მისული, დისკუსიის დროს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი მუცელზე, ე.წ.ღიპზე უჩქმიტა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში სტატუსს და ვიდეოს აქვეყნებს:

"დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სასკოლო ასაკთან დაკავშირებით მოვიდა მშობელთა საინიციატივო ჯგუფი. ამ საკითხზე გაიმართა მინისტრისა და მათი შეხვედრა. მშობლებთან ერთად, მოდი ესე ვიტყვი მშობლებზე მეტი იყვნენ თავისუფალი ზონის და ნაციონალური მოძრაობის წევრები.

მინისტრთან შეხვედრაზე ასაყვანად ჩავედი მე სადაც ვესაუბრე დეპუტატ კობა სუბელიანს და ნაც. მოძრაობის წევრ ნიკანორ მელიას. ცხადია მათ სურდათ "შოუ" და პროვოკაცია რასაც ვერ მიაღწიეს და ამ დროს ბ-ნი ნიკანორი დისკუსიის დასრულებისას მომიახლოვდა, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ( მიჩქმიტა მუცელზე ე.წ. ღიპზე) ბ-ნი ნიკანორი სავარაუდოდ არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. (ყნოსვით მივხვდი ) ცხადია ამ პროვოკაციას არ წამოვეგე და ვიდეოს ბოლოში კობა სუბელიანს მივმართავ რომ თავის თანაპარტიელ ბ-ნ ნიკანორ მელიას ასწავლოს, რომ შეხვედრებზე ოპონენტს არ უნდა უჩქმიტოს.
დანარჩენს დაწვრილებით დღეს 21:15 წუთზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ბატონ დავით აქუბარდიას გადაცემაში დეტალურად აღვწერ შეხვედრას და ნაციონალური მოძრაობის მორიგ პროვოკაციას."- წერს ოთარ აბესაძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42