ვინც არ დაქორწინებულან, შეიძლება ილაპარაკონ როდის დაიბადება მეორე ბავშვი?- ზაქარეიშვილი ვიზალიბერალიზაციაზე
პოლიტიკა - 17:18, 21 May, 2015     1299
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა რიგის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაციაზე საუბარი იქნება, თუმცა მისი ვარაუდით, კონკრეტული თარიღი სამიტზე ცნობილი არ გახდება.


„არავის უთქვამს, რომ ახლა რიგის სამიტზე იქნება ცნობილი ვიზა-ლიბერალიზაციის კონკრეტული თარიღი. პროგრესი გვაქვს. ახლა უნდა იყოს ვიზა-ლიბერალიზაციის შემდეგ ეტაპზე საუბარი. ეს დაიხურება და შემდეგ ეტაპზე გადავალთ. არ მინახავას არცერთი პოლიტიკოსი, ვინც იტყოდა, რომ რიგის სამიტზე მივიღებთ ვიზა-ლიბერალიზაციას. საუბარი იყო იმაზე, რომ პროგრესი გვექნებოდა, რომელიც გვექნება აუცილებლად. თარიღი დამოკიდებულია შემდეგი ნაბიჯების გადადგმაზე. თარიღს ვერავინ ვერ გეტყვით. მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ვიზა-ლიბერალიზაციაზე 2013 წელს მუშაობა, როდესაც მოლოდვამ 2011-ში დაიწყო. შესაბამისად, 2 წლით ადრე დაიწყო მან და წინ არის გარკვეულ პროცესებში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩამორჩენილები ვართ, პირიქით, ჩვენ უფრო სწრაფად მივდივართ“, -განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის განცხადებით, ევროპასთან დაახლოების კუთხით შეშფოთების მიზეზი არ არსებობს, რადგან საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას თავის დროზე აუცილებლად მიიღებს.

„შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ძალიან მშვიდად მივიწევთ წინ. გვაქვს განწყობა, რომ „თავის დროზე“ და ეს „თავისი დრო“ ძალიან დიდი ხნის მერე არ დადგება. აუცილებლად მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას. ვერავინ ვერ ილაპარაკებს თარიღთან დაკავშირებით. არავინ მოგატყუოთ. ადამიანებმა, რომლებიც ჯერ არ დაქორწინებულან, შეიძლება ილაპარაკონ როდის დაიბადება მეორე ბავშვი? მაგრამ ხომ აქვს გეგმაში. გარკვეული პროცესები მიმდინარეობს და წინ სწორი ნაბიჯებით მივდივართ“, -განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რიგის სამიტი დღეს იხსნება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42