არანაირი უვიზო მიმოსვლა... რიგის სამიტთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზები მართლდება - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 16:37, 21 May, 2015     2271
რიგის სამიტთან დაკავშრებით ჟურნალისტებტან კომენტარი გააკეთა ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მისი პროგნოზები მართლდება და საქართველო არათუ უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებს, არამედ, ბურჯანაძის თქმით, რიგის დეკლარაციაში ვიზალიბერალიზაციის საკითხის ხსენებაც კი არ არის.

„სამწუხაროდ, ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, როდესაც ერთის მხრივ ვერაფერს ვიღებთ რიგის სამიტზე, ხოლო მეორეს მხრივ, რიგაში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, ლაპარაკობს იმაზე, რომ ყველა ჩვენი ოცნება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ნამდვილად დასრულებულია, ეს ლაპარაკობს ამ ხელისუფლების აბსოლუტურ უუნარობაზე და საგარეო პოლიტიკის სრულ კრახზე,“ - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ბურჯანაძე მოსახლეობას მოუწოდებს ნუ აჰყვება ცრუ დაპირებებს, რომლითაც ხელისუფლება წლების განმავლობაში ატყუებდა. ბურჯანაძე ევროპელი ლიდერების განცხადებებს იშველიებს და ამბობს, საკითხის დაყენება ან ევროპა ან რუსეთი - არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, ქვეყენაში ანტირუსული ისტერიის შესაქმნელად.

„გარდა ამისა, გერმანიის კანცლერის, ქალბატონი მერკელის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არანაირად არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას. მართალია, ეს ჩემთვის ახალი არ არის, მაგრამ ეს უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომელსაც წლების განმავლობაში ატყუებს ხელისუფლება. მე მოსახლეობას ვეუბნები იმას, რასაც ვხედავ, რაც კარგად ვიცი, იმიტომ რომ კარგად მესმის ობამას ენაც, მერკელის ენაც, ოლანდის ენაც და პუტინის ენაც. ჩემ მიერ გაკეთებული პროგნოზები ხდება რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი ნათქვამიდან.

გუშინ რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქმედებებმა არ უნდა შეუქმნას საფრთხე რუსეთის კანონიერ ინტერესებს, დღეს გერმანიის კანცლერმა სიტყვასიტყვით გაიმეორა, რომ ევროპის გადაწყვეტილებები რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის. დღეს მერკელმა, ისევე როგორც ადრე სხვა პოლიტიკოსებმა, დაადასტურა ის, რასაც ასევე მე თვეების წინ ვამბობდი, რომ ალტერნატივის ასე დაყენება - ან ევროპა და ან რუსეთი, ეს არის მოსახლეობის შეგნებული დეზინფორმაცია, რათა ქვეყანაში ანტირუსული ისტერია შეიქმნას. ასე რომ თუ დროულად გამოვფხიზლდებით ქართველები, იქნებ რამე გვეშველოს, ამის შანსი ჯერ კიდევ არის!“ - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42