ბერუჩაშვილის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ რიგის სამიტზე მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა დასრულდეს ტექნიკური ამოცანები.
"სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, სადაც მკაფიოდ არის დაფიქსირებული წარმატება, რომ საქართველომ უმოკლეს ვადაში განახორციელა უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ამოცანები. პრაქტიკულად საქართველომ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის უმეტეს ნაწილში უკვე მიღწია ყველაზე მაღალ, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტს.
ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ბოლო ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეევს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა,
მე ველი მოწოდებას იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ ამოქმედდეს სპეციალური რეგულაცია, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას განსაზღვრავს. რიგის სამიტით არ იწყება და არ მთავრდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი,“-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






