სახალხო დამცველმა პარლამენტში 2014 წლის ანგარიში წარადგინა. დეპუტატებთან გამოსვლისას ნანუაშვილმა ყურადღება გახმაურებულ საქმეებზე გაამახვილა.
ომბუდსმენმა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის და ნუგზარ წკლაურის ცემის ფაქტზეც ისაუბრა. საუბარი შეეხო ასევე ე.წ. კაბელების, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების და ხარძიანის მკვლელობის საქმეზეაც.
ნანუაშვილი საქმეების დროულად გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვს, რაშიც მას ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები არ ეთანხმებიან.
"დღემდე უცნობია 2013-14 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის, თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებისთვის თავისუფლების სავარაუდოდ უკანონოდ აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდოდ უკანონო გაყვანის და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე", - განაცახდა პარლამენტში გამოსვლისას უჩა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






