ევროკომისარის იოჰანეს ჰანის თქმით, არსებობს რამდენიმე გამოკვეთილი პირობა, რომელიც საქართველომ და უკრაინამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკაშირებით პოზიტიური შეფასება იყოს.
მისი თქმით, წლის ბოლომდე გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმის მოხსენება, რაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როდისთვის შეეძლებათ მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.
"პარტნიორობა არ არის გზა მხოლოდ ერთი მიმართულებით. არსებობს, რამდენიმე გამოკვეთილი პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს საქართველოსა და უკრაინის მიერ იმისთვის, რომ საბოლოო ანგარიშში შეფასება პოზიტიური იყოს ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. იგივე შეიძლება ითქვას ევროპულ მისწრაფებებთან მიმართებაშიც. ჩვენ ახლა ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდგომ ნაბიჯებზე. ეს ნაბიჯი უკვე ხელმოწერილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებების განხორციელებაა. ეს არის ევროპასთან დაახლოების პროცესი“, - განაცხადა ჰანმა.
მასალის გამოყენების პირობები






