როგორც „გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილს შორის, დღეს საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა. როგორც გვაცნობეს, ზაზა ურუშაძემ ზენაიშვილს სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, თან პირადი განცხადების საფუძველზე. ამის გამართლებს კი მისი პარტიულობიდან (თავისუფალი დემოკრატები) გამომდინარე შეეცადა.
ჩვენი ინფორმაციით, ზენიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება ბოლო დროს ლანჩხუთში განვითარებულ მოვლენებს და მოადგილის მხრიდან გამგებლის მხილებას უკავშირდება,ესე სარჯვეაძის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ასევე ცნობლი ხდება, რომ ზენაიშვილი თავისი ნებით განცხადების დაწერას არ აპირებს და ამ საკითხზე ჟურნალისტებისთვის უახლოეს დღეებში ბრიფინგსაც გამართავს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, „გურიის მოამბესთან" ზენაიშვილმა დაადასტურა, რომ იყო გამგებელთან მსგავსი ტიპის შეხვედრაც და ასეთი საუბარიც.
- დიდი ხანია წვალობს "ოცნების ხელისუფლება" ჩემს გათავისუფლებაზე. ახლა პირდაპირ განმიცხადა, რომ ერთად ვერ ვუმიშავებთ, იმიტომ, რომ მე ვარ " თავისუფალი დემოკრატი". მე კი ვფიქრობ, რომ სახლში მე კი არ უნდა წავიდე, უნდა წავიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ასე უდგება საკითხებს და აქვს პრიმიტიული ხედვები. ის, რისი გაკეთებაც სჭირდება მუნიციპალიტეტს, ამაში მე ხელს პარტიულობა არ შემიშლიდა.
-ბატონო ვახტანგ, ფიქრობთ თუ არა რომ, შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს, თქვენს ბოლოდროინდელ განცხადებასთან, როცა გამგებელი ფაქტიურად ტყუილში ამხილეთ?
- არა მგონია, შესაძლოა, მას ჰქონდეს ჩემთან დაკავშირებით პირადი ინტერესი, მაგრამ ეს უფრო სისტემური პოლიტიკის შედეგი მგონია.
რაც შეეხება გამგებელ ზაზა ურუშაძეს, ის მოადგილესთან შემდგარ მსგავსი ტიპის საუბარს კატეგორიულად უარყოფს: „მსგავსი საუბარი არ ყოფილა და თქვენ საიდან იგებთ ამ ინფორმაციებს ეს არ ვიცი. თუ რამე შეიცვლება, ხომ გაიგებთ"- განაცხადა გამგებელმა.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






