ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას 2 მილიარდ ევროს გამოუყოფს
პოლიტიკა - 14:27, 21 May, 2015     1353

ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთის 2 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

ასოცირების შესახებ ხელმომწერი ქვეყნებისთვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახმარების სახით 200 მილიონი ევროს გრანტი გამოიყოფა. ეს დახმარება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის 2 მილიარდიან ინვესტირებასაც გულისხმობს. აღნიშნული თანხა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოიყოფა.

„ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის სავაჭრო კავშირების განსავითარებლად, ევროკომისიამ კონკრეტული ნაბიჯების განხორციელების პირობა დადო. ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება კი არის ინსტრუმენტი, რათა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ეკონომიკა ევროკავშირთან და ჩვენს შიდა ბაზართან დაახლოვდეს. ინვესტიცია, რომელიც 2 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, ამ ქვეყნების ეკონომიკას უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის, ადგილობრივ კომპანიებში ინვესტირებას შეუწყობს ხელს, რაც შესაბამისად უფრო მეტ სამუშაო ადგილებს წარმოშობს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთა ურთიერთობის გაღრმავებით“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა.

ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის თქმით კი, მცირე ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და თანამედროვე ეკონომიკისთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ საკითხზე ოფიციალურ განცხადებას რიგის სამიტზე გააკეთებს.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42