სხდომაზე არეშიძემ განმარტა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა სარემონტო სამუშაოები დროულად მოესწროს. არეშიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მცირე ხარვეზები ოლიმპიადის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება და ტურნირს ყველა ობიექტი სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
„მესმის, რომ კითხვები ჩნდება, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ყველა სამუშაო დასრულდეს. სამოთახიანი ბინაც რომ გარემონტდეს, პრობლემები მაშინაც ჩნდება. რაღაც ტიპის პრობლემები იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად უნდა დავძლიოთ,“ - აღნიშნა გიორგი არეშიძემ.
გიორგი არეშიძემ ტენდერების ჩატარებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებასაც უპასუხა და განმარტა, რომ ამ კუთხით არც მერიას და არც „თბილისი-2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტს კანონი არ დაურღვევია და ყველაფერი პროცდურების სრული დაცვით მოხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საკრებულოს უმცირესობის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის სამუშაოების დასრულება მოესწრება და აღნიშნეს, რომ მათ მიერ დასმული ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები






