თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაშია ნათქვამი.
"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის N86 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, დაინიშნოს ლევან ღირსიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დირექტორად 2015 წლის 1 მაისიდან", - ნათქვამია ბრძანებაში.
მასალის გამოყენების პირობები






