შესაძლოა ბუბა კუდავას საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდეს - სანიკიძე აუდიტის დასკვნაზე საუბრობს
პოლიტიკა - 01:36, 21 May, 2015     2011
შესაძლოა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ბუბა კუდავას საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდეს, - ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შესულია აუდიტის სამსახური, რომელიც მათ საქმიანობას სწავლობს.

"როგორი მენეჯერი იყო ბუბა კუდავა, ამას გვაჩვენებს აუდიტის ანგარიში. იქ არის სერიოზულ დარღვევებზე საუბარი ამ კონკრეტული ინსტიტუციის მიმართებაში. ბიუეტირება, შესყიდვები, ზოგადად მართვის ეფექტურობა და ა.შ. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ მეორე პლანზეა, მაგრამ აქ არის საუბარი ფონდებზე და დაწესებულებაში არსებულ სხვა სახის გადაცდომებზე. მაგალითად ფონდების მცველები, ვისაც აბარია მთელი სიმდიდრე, როდესაც არ არის ბრძანებით განსაზღვრული პირი, ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე. როდესაც იცვლება ფონდის თანამშრომელი და არ ხდება ძველიდან ახალზე გადაბარება და როდესაც ჯერ კიდევ 2010 წელს აუდიტის სამსახური გეუბნება, რომ ფონდების ინვენტარიზაცია არ გაქვს ჩატარებული და იგივეა წელსაც. ამის პარალელურად არსებობს კიდევ მრავალი საჩვრები წოინანი ექსპერტების მიერ წარმოდგენილი. ფინანურ დარღვევებს რაც შეეხება, იქ არის საუბარი ხელფასებზე. ჩვენ ვერ დავადგინეთ წესი, რის მიხედვით ნაწილდებოდა ხელფასები. საუბარია მივლინებაზე, ბიუჯეტირებაზე, სხვადასხვა ანგარიშებზე საუბარი, სადაც დაუსაბუთებელი თანხებია. შესყიდვების კანონის სისტემურ დარღვევებზეა საუბარი. ეს არის სამუშაო და გამოსასწორებელი. იმ არგუმენტებიდან, რაც იყო წარმოდგენელი, გაბათილებულია მხოლოდ ერთი პუნქტი. დანარჩენი პრეტენზიები დარჩა და მასზე არგუმენტაციაც არ გააჩნიათ. არ არის გამორცხული ამაში პროკურატურა ჩაერთოს. ჩვენ აუცლელად კონტროლის პალატასაც მივმართავთ, რომ შეისწავლოს არა მხოლოდ ეს წელი, არამედ წინა წლების საქმიანობა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42