ფორუმის ფარგლებში ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შეხევდრაზე იმსჯელებენ, სწორედ
სამეზობლო პოლიტიკის მომავალი იქნება სამიტის მონაწილეთა ერთ-ერთი მსჯელობის თემა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები განიხილავენ უკრაინის კრიზისს, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს. მათ შორის საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული ვითარებას.
სამიტზე განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების პროგრესი ვიზალიბერალიზაციის კუთხით.
პლენარული სესიის ბოლოს, მონაწილეები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.
სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან, დაესწრება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გამართულ მიღებას და სიტყვით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პლენარულ სესიაზე. სამიტს უხელმძღვანელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად, ევროკავშირს წარმოადგენს, მასპინძელი კი ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა იქნება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მის მიზანს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს. პირველი სამიტი 2009 წლის 7 მაისს, პრაღაში ჩატარდა. მეორე 2011 წლის 29-30 სექტემბერს ვარშავაში, მესამე სამიტი კი 2013 წლის 28-29 ნოემბერს, ვილნიუსში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






