ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშილი გრიგორი კარასინის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეარჩიეს კარასინის კანდიდატურა ახალ თანამდებობაზე.
"რუსეთთან დიალოგი რომ საჭიროა, ამაზე დავა ზედმეტია. კარგია თუ არა, რომ კარასინი დაინიშნა, ამაზე სხვა გადაწყევტილების მიღება ჯობდა, რადგან ეს ადამიანი უშუალოდ არის ჩართული იმ მიმართულებაში, რომ ეს ყინული გალღვეს, მაინცდამაინც რატომ იქნა მისი კანდიდატურა შერჩეული გაუგებარია", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მეკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული დოკუმენტი რატიფიკაციისთვის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაეგზავნა. შეთანხმების განხილვისას რუსეთის სათათბიროს კომიტეტებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი გრიგორი კარასინი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






