"ქართული ფილმის" მართვის კონცეფცია სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა შეირჩეს“ - კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 20:47, 20 May, 2015     1171
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ქართული ფილმის" მართვის კონცეფცია და გუნდი უნდა შეირჩეს თვითონ ამ სფეროს წარმომადგენლების მეშვეობით და არა სახელმწიფოს ჩარევით. ამის შესახებ მინისტრმა "ქართული ფილმის" ხელმძღვანელად ნატო კვინტრაძის წარდგენასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„კულტურის მინისტრთან ერთად შევხვდით დღევანდელი საბჭოს წარმომადგენლებს და განუმარტეთ მათ ჩვენი პოზიცია. ასევე შევხვდით ყოფილ აქციონერებს, რომლებიც დავობენ წართმეული წილის შესახებ. ჩვენ ორივე მხარეს განვუმარტეთ პოზიცია. ვთვლით, რომ აბსოლუტურად არასწორია, კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“ იმართებოდეს სახელმწიფოს მიერ ასეთი დონის ჩარევით. ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ მოიპოვონ მანდატი კინემატოგრაფისთა კავშირის მხრიდან. ეს არის ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია ამ დარგის, პრინციპში, ყველა წარმომადგენელი. მმართველი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის დროებითი მმართველი, რომელიც სულ რამდენიმე თვის განმავლობაში შეასრულებს ძალიან ელემენტარულ საბუღალტრო და ტექნიკურ პროცედურებს. საუბარია იმაზე, რომ გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ აქტივების მართვის კონცეფციაზე და მმართველი გუნდის შერჩევაზე“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო არ აპირებს ჩარევას ამ პროცესში. „პირობას გაძლევთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საერთოდ არ ვაპირებთ არანაირ ჩარევას ამ გადაწყვეტილების მიღებაში და მთლიანად გვინდა, რომ ეს მანდატი გადავცეთ კინემატოგრაფისტთა კავშირს. ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ან ქონების გასხვისებას აპირებს, ან რაიმე ფორმით აპირებს, რომ ეს ადამიანები დატოვოს თამაშგარეთ, არის აბსოლუტურად მოკლებული ყველანაირ რეალობასა და საფუძველს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ბატონი მერაბ კოკოჩაშვილის მიმართ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენი სურვილია, რომ კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ მართვის კონცეფცია და გამარჯვებული კონცეფცია შეირჩეს თვითონ ამ სფეროს წარმომადგენლების მეშვეობით და არა სახელმწიფოს ჩარევით. რამდენჯერაც სახელმწიფოს ჩარევით მოხდა მმართველი გუნდის შერჩევა, იმდენჯერ ამან გამოიწვია დიდი წინააღმდეგობა თვითონ სფეროს წარმომადგენლებს შორის“ - აღნიშნა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით,, არასწორია, რომ მმართველი საბჭო დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ არის დანიშნული. „სწორედ ამის გამოსწორება გვინდა, რომ საბჭოც და დირექტორიც შეარჩიოს კინემატოგრაფისტთა კავშირმა საუკეთესო კონცეფციისა და მმართველი გუნდის გამოვლენის გზით. ამის შემდეგ ყველანაირი ბრალდებები, მე მგონია, რომ არის საფუძველს მოკლებული“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42